„ადამიანს ბილწავს
არა ის რაც პირში შედის, არამედ ის რაც პირიდან
გამოდის, ეს ბილწავს ადამიანს“ [ მთ 15 – 11 ].
„11 არა თუ პირით შემავალი შეაგინებს კაცსა,
არამედ პირით გამომავალი შეაგინებს კაცსა“ [ მთ 15 – 11 ].
„18 ხოლო პირით გამომავალი გულიდან გამოდის
და სწორედ ის ბილწავს კაცს.
19 ვინაიდან გულიდან გამოვლენ: უკეთური
ზრახვანი, კაცისკვლანი, მრუშობანი, სიძვანი, პარვანი, ცილისწამებანი, გმობანი;“ [ მთ
15 – 18 . 19 ].
ენა დაუოკებელი ბოროტებაა....
დავუკვირდეთ რას, როგორ მივმართავთ....
„ 6 ენაც ალია, უსამართლობის სამყარო;
ენას ისეთი ადგილი უჭრავს ჩვენს ასოებს შორის, რომ ბილწავს მთელ სხეულს, ალად აქცევს
დაბადების ჩარხს და თვითონაც აალებულია გეენისაგან.
7 რადგანაც მხეცთა და ფრინველთა,
ქვეწარმავალთა და ზღვის ცხოველთა მთელი ბუნება თვინიერდება და მოთვინიერებულია კაცის
ბუნებით.
8 ენის მოთვინიერება კი კაციშვილს
არ შეუძლია; ესაა აღვირახსნილი ბოროტება, მომაკვდინებელი გესლით აღვსილი.
9 ენით ვაკურთხებთ ღმერთსა და მამას
და ენითვე შევაჩვენებთ ღვთის ხატად შექმნილ კაცთაც.
10 ერთსა და იმავე ბაგეთაგან გამოვა
კურთხევაცა და წყევლაც; არ უნდა იყოს ეს, ძმანო ჩემნო, ასე.
11 განა ერთი და იმავე წყაროს თვალიდან
მოჩუხჩუხებს ტკბილი და მწარე წყალი? [ იაკობი 3 – 6 . 11 ].
ყურადრება მიაქციეთ
თქვენს ბაგეს, გული გაისუფთავეთ და გულისთქმებს
ნუ აჰყვებით....
„21 იყნოსა უფალმა კეთილსურნელება და თქვა
უფალმა თავისთვის: ამიერიდან აღარ დავწყევლი მიწას ადამიანის გამო, რადგან ბოროტისკენაა
მიდრეკილი ადამიანის გულისთქმა მისი სიყრმიდანვე. მეტად აღარ გავანადგურებ ცოცხალ არსებას,
როგორც მოვიქეცი“ [ დაბ 8 – 21 ].
ლოცვა თქვენი ბაგიდან
წარმოთქმული მაკურთხებელი სიტყვებია....ლოცვა ეს ყოველთა დალოცვაა და მიტევებაა, მაგრამ
ისე არ უნდა გავიგოთ, ყველაფერზე დამუნჯდე და ხმა არ ამოიღო....დაიცავი
სიმართლე და ყოველივე სიყვარულით აღასრულე....დაიცავი და მხარში დაუდექი მოყვასს, შენს
თანამემამულეს....
ნუ მიჰყვებით გულისთქმას, ნუ დაუჯერებთ
მხოლოდ გულს. იცოდეთ
გულს ეშლება, გულისთქმანი წარმოშობს შუღლს და მტრობას.
„19 ვინაიდან გულიდან გამოვლენ: უკეთური
ზრახვანი, კაცისკვლანი, მრუშობანი, სიძვანი, პარვანი, ცილისწამებანი, გმობანი;“ [ მთ
15 – 19 ].
ვნახოთ რას ამბობს
უფალი გულზე:
„.....რადგან ბოროტისკენაა
მიდრეკილი ადამიანის გულისთქმა მისი სიყრმიდანვე“ [ დაბ 8 – 21 ].
„ ....მუდამ ცდებიან
გულით, ვერ შეიცნეს მათ ჩემი გზა“ [ ებრ 3 – 10 ].
„ ნუ გაიქვავებთ გულებს,
როგორც უდაბნოში გამოცდის დღეს, დრტვინვისას.“ [ ებრ 3 – 8 ].
„ სადა - იგი გამცადეს
მე მამათა თქუენთა; გამომცადეს მე და იხილნეს
საქმენი ჩემნი.
ორმეოც წელ მოვიწყინე
ნათესავი იგი და ვთქუ: მარადის სცდებიან იგინი გულითა მათითა და არა იცნნეს გზანი ჩემნი“ [ ფს 94 – 9 . 10 ].
„ თქვენგანს გული
არ გაუქვავდეს ცოდვის საცდურით“ [ ებრ 3 – 13 ].
გულს ნუ დაუჯერებთ და გულისთქმებს ნუ აჰყვებით....უზენაესმა
ადამიანებს მისცა: გული.... გონება.....და
თავისუფალი ნება....ეს სამი რამ ამოქმედებს ადამიანს. ეს სამივე ერთ მიზანს უნდა ამსახურო ჭეშმარიტებით და დაგეუფლება
საქმიდან სიმშვიდეც....
უნდა ეცადოთ რომ არ
წაბილწოთ თქვენი გონება და გულის დაკრულზე არ იაროთ....თუ გონება წაიბილწება, ვერანაირ
სწორ გადაწყვეტილებას ვეღარ მიიღებ. ნება უნდა ამსახურო გონებაზე დაყრდნობით. ტყუილად არ არის ნათქვამი, „ ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“....
გონებას მართებს სწორად
იფიქროს....
გული გადაწყვეტს შემდეგ......
და ნება აღასრულებს.....
ყოველივე სწორად აღასრულეთ
და ერთად ამყოფეთ.... არცერთი არ გეწინააღმდეგებოდეთ.
გონებას ძალიან დიდი
საქმე შესწევს ცხოვრების მანძილზე. უნდა იცოდეთ რომ აკონტროლოთ გონება, რადგან ჭეშმარიტი აზრი იყოს მუდამ....
პოზიტიური აზრი თუ
გაქვს გონებაში, აზრებს შემდგომ ახორციელებ გულით და აღასრულებ ნებით..... შემომავალი
გონებაა.
დაუკვირდით საკუთარ
აზრებს, რომლებიც გონებაში შემოდის და რომელსაც
გარეშე ძალა გთავაზობთ.... ის აზრები, აზრებშივე უნდა ჩაკლათ, უნდა ეცადოთ, რომ აზრი არ შეუშვათ თქვენში, თორემ
იმ აზრის გამოდევნა უკვე ძალზედ ძნელია....ეცადეთ აზრი გაცხრილოთ და თქვენი აზრები
იყოს პოზიტიური, ჭეშმარიტებით აღსავსე, დადებითი....რადგან თქვენი აზრები აყალიბებს
თქვენს სიტყვებს....
დაუკვირდით სიტყვებს,
რომელსაც აზრი გაწვდით, გთავაზობთ, რომ ეს სიტყვაც იყოს პოზიტიური.....რადგან როდესაც
აზრებს უშვებთ გონებაში, შემდეგ ბჭობს და თქვენში
იბადება სიტყვები.......იბადება ქმედება........უკვე იმ აზრს აწვდით გულს..........გული
ქმედითუნარიანს ხდის და მოქმედებას იწყებს. თუ თქვენში შემოვა უარყოფითი აზრი, ანდა დადებითიც, გონებაშივე გაცხრილე..... არ მისცე სადინარით საშუალება,
რომ აზრი გულში წავიდეს, თორემ გული ამუშავებს ყოველივეს.....
ცუდ აზრს მიაწვდი,
ის იწყებს მუშაობას და იბადება სიტყვა, ან ქმედება, ან ორივე ერთად.... ყოველივეს ყურადღება მიაქციეთ
და იომეთ, რომ სათავეშივე მოკლათ აზრად,
თორემ შემდგომ გაგიჭირდებათ მისი დამარცხება....აზრი
უნდა იყოს პოზიტიური, რომელსაც გული იღებს.....გადამუშავებული
კიდევ მიაწოდეთ გონებას, რომ სიტყვა ან გულისთქმანი არ იყოს უარყოფითი....
ეს ყოველივე ბადებს
ქმედებებს....აკონტროლეთ თქვენი ქმედებები,
რომ იყოს პოზიტიური და ჭეშმარიტი, რადგან
ქმედებები იწვევს და აყალიბებს თქვენს ჩვევებს....
დაუკვირდით საკუთარ
ჩვევას, გაანალიზეთ გონებაში, რომ თქვენი ჩვევა
იყოს დადებითი, პოზიტიური, მისაღები..... რადგან
ჩვევები აყალიბებენ თქვენს საქციელს,
თქვენს გამოხტომებს, თქვენს პიროვნულობას......
ჩვევებიდან ყალიბდება ხორციელი მე და ეს ხორციელი მე არ იყოს უარყოფითი, ამას მიაქციეთ ყურადღება. იომეთ და ჩაკალით, დამარხეთ თქვენში ყოველივე უარყოფითი, რადგან ჩვევა
წარმოშობს საქციელს, ქმედებებს, ფასეულობებს
და ყოველივე უკვე აყალიბებს თქვენს
გზებს....ყოველივე აყალიბებს თქვენს ნაბიჯებს და ცხოვრებისკენ მიმავალ საქმეს....
აკონტროლეთ რათა არ
დაისაჯოთ და არ თქვათ ცუდი ბედი მერგოო.....
თქვენ ამ ქმედებებით
უკვე წერთ, თქვენს გზებსა და ბედს, ამას ქვია თქვენი ბედისწერა.... მიხვდით???
თქვენს ბედს თავად დაწერთ....ბედის---წერა....ანუ ბედი უნდა ვწერო.....
ბედისწერა არსებობს
და ამას თქვენვე აკონტროლებთ..... შეგიძლიათ თქვენივე ბედისწერა შეცვალოთ.....მოუსმინეთ
უფალს და იომეთ, რომ თქვენში ყველა, ზემოთ ჩამოთვლილი ფასეულობები შეცვალოთ..... ასეთ შემთხვევაში ბედისწერა შეგეცვლე-ბათ.....შე
გიძლიათ
იომოთ და უმძიმესი ავადმყოფობებიც კი განკურნოთ თქვენში.....
რწმენა ყველაზე დიდი
ძალაა ადამიანში ჩადებული......თუ ყველა ფასეულობებს მართავ, შენში იღვიძებს
რწმენა, რომელსაც ვერანაირი წინაღობა ვერ შეაჩერებს.....
უფალი სამ გზას აძლევს
ადამიანს....მისი განგებით დაწერილს, რომელშიც შედის სამივე გზა: უფლის ნებით მოცემული
გზა, შენი ნებით არჩეული გზა და ეშმაკის გზა....სამივეს აკონტროლებს განგება.....
ძალიან გთხოვთ, სათავეშივე
მიაქციეთ ყურადღება თქვენს აზრებს, გონება არ წაბილწოთ, ის გამტარია და მაკონტროლებელი....
Комментариев нет:
Отправить комментарий